ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული მონაცემები 1862-1953 წლებში

  მან ჯერ კიდევ გიმნაზიელმა არდადეგებზე რაჭაში, სოფელ უწერაში ყოფნისას აღწერა რაჭული სიძველეები, მათი ყოფა და ჯურნალ "ბედში" გამოაქვეყნა სათაურით "ქუთაისიდან უწერამდე". მონაწილეობა მიიღო ბაგრატის ტაძრის ნანგრევების გაწმენდა-გათხრაში. ექვტიმე თაყაიშვილმა უმაღლესი განათლება სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო. მან უნივერსიტეტის კყრსი დაასრულა კანდიდატის ხარისხით და ისტორიის მასწავლებლის მოწმობით. 1887 წლიდან იგი იწყებს თბილისში პედაგოგიურ საქმიანობას, 1894 წელს ინიშნება სკოლის დირექტორად, რომელიც მალე გიმნაზიად გადაიქცა. ამავე პერიოდში იწყებს ექვთიმე თაყაიშვილი სამეცნიერო მოღვაწეობას. 1888 წელს იგი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად. 1889 წელს იგი აირჩიეს ცნობილი ისტორიკოსის დიმიტრი ბაქრაძის მიერ დაარსებულ საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრად. 1894 წელს არჩეულ იქნა რუსეთის საინპერატორო არქეოლოგიური კომისიის წევრ-კორესპონტენტად, რაც უფლებას აძლევდა მას არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად.
  1901 წელს ექვთიმე თაყაიშვილი აირჩიეს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად. 1907 წლის 30 ივნისს ექვთიმე თყაიშვილმა დაარსა საქართველოს საოსტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება. ამ საზოგადოებამ შეძლო უამრავი სამეცნიერო მასალის შეგროვება, გამოკვლევების შექმნა, მუზეუმისა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის საფუძვლის ჩაყრა, გამოფენების გამართვა, ორი კრებულის სერიული გამოცემა და საზოგადოების უზრუნველყოფისათვის თანხების მოპოვება.
  1911-1912 წლებში ექვტიმე თაყაიშვილმა მიიღო ნებართვა ეროვნული მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ. 1911 წელს რუსეთის საინპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ ექვთიმე თაყაიშვილი დააჯილდოვა ოქროს დიდი მედლითა და დიპლომით.
  1917 წელს ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის მოადგილედ ამ დროს იგი აქვეყნებს მნიშვნელოვან საიტებს კავკასიის ისტორიულ, არქიტექტურულ თუ არქეოლოგიურ ძეგლებზე.
  თბილისის უნივერსიტეტში ექვთიმე თაყაიშვილი არქეოლოგიის კურსს კითხულობდა. 1921 წლის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილი ქ~გაჰყვა საფრანგეთში წაღებულ საქართველოს მუზეუმების ისტორიულ განძს. მისმა თავდადებამ, სიყვარულმა და მზრუნველობამ განძში შემავალი ნივთებისადმი მრავალჯერ გადაარჩინა და დაიცვა ცჰვენი ერის საუნჯე. საფრანგეთში სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა, იქ გახდა ნუმიზმატიკური საზოგადოების და პარიზის აზიური საზოგადოების წევრი 1922-1925 წლებში.
  1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი 25 წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და უკლებლივ ჩამოიტანა საქართველოდან წაღებული სამუზეუმო განძეულობა.
  1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს. მისი ნეშთი განისვენებს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ექვთიმე "ღვთისკაცის" ხატი

    ცხოვრების ბოლო წლები (1945-1953)


1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით „ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.

ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა, და ქალიშვილი. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო.
გარდაცვალების შემდეგ


წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესია


 ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი მის შესახებ. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში და აგრეთვე მისი მუზეუმია აშენებული თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში, ლიხაურში, სადაც ყოველი წლის 16 იანვარს „ექვთიმეობას“ აღნიშნავენ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი გურიაში. 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა.

No comments:

Post a Comment